Thursday, 12 December 2013

პროექტი: ,,ცხოველთა ნაშიერები"


პროექტის სახელწოდება:ცხოველთა ნაშიერები"
 პროექტის მთავარი იდეა (თემა): კვლევა-ძიების, თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო,შემოქმედებითი  და ისტ უნარების განვითარება მოსწავლეებში.
პროექტის მოკლე აღწერა: შინაური  და გარეული ხოველების გახსენება და დასახელება. გაცნობიერება ცხოველები თავიანთ ნაშიერებს ზრდიან ძუძუს წოვებით. სურათების დათვალიერება და ამოცნობა  ცხოველების. სლაიდების გაგზავნა და პრეზენტაციის გაკეთება ბუქის საშუალებით.
პროექტის სრული აღწერა: სურათებიდან შინაური ცხოველების ამოცნობა და დასახელება, ძაღლებთან ურთიერთობაში უსაფრთხო წესებზე საუბარი და დაცვა. ფაილში შენახვა მოსწავლეთა მიერ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება, დაამზადონ საპრეზენტაციო ნაშრომები, გამოჭრან, დახატონ, გააფერადონ და ა. შ
მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, ფერადი პრინტერი, ბიბლიოთეკა, ფურცლები, კალამი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, სტეპლერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ  ცხოველებს (თითო ჯგუფს 4-5 ცხოველი) და ინტერნეტში ან ნებისმიერი ინტელექტუალური საშუალებით იძიებენ სასურველ ინფორმაციას;
 თაბახის ფურცლებზე ხატავენ, აპრინტერებენ,  ან აკრავენ ცხოველის სურათს და თან უწერენ ინფორმაციას (განსაკუთრებით ხაზს უსვამენ მისი ნაშიერის სახელწოდებას)
მოსწავლეები ეცნობიან მასწავლებლის მიერ მომზადებულ სლაიდებს თავიანთ ბუკში, ცხოველებს მათ ნაშიერებს და პირველკლასელისთვის შესაბამის ინფორმაციას. მოსწავლეები ინდივიდუალურად  შექმნილი საპრეზენტაციო მასალაზე  ამზადებს და აკეთებს  პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება, ქართული ენა.
პროექტის ხელმძღვანელი:        ნანა მელქაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:       melkadze.n@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   nanamelkadze.blogspot.com

მოსწავლეთა პრეზენტაცია. პროექტი: "ცხოველთა ნაშიერები"

























Tuesday, 26 November 2013

პროექტი - შემოდგომის ფერები


1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომის ფერები
2. პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების და მასწავლებლის დახმარებით;
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს,  კონკრეტულად - დახატავს, გააფერადებს, ამოჭრის,ააწყობს, ამობეჭდავს  შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს;
4. აქტივობის მიზნები და შედეგები:
სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
მარტივი მიზნობრივი ტექსტების აღქმა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ..) ;
 გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
 შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.
5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
 მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
  ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ  შთაბეჭდილებას;
გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
6. მონაწილეთა ასაკი:6,7, წელი;
7. ვადები/ხანგრძლივობა: 10 თემატური ერთეული;
8. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიეჩვევიან პრობლემაზე მუშაობას, პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; თავად გააკეთებენ პრეზენტაციებს მათივე ნამუშევარზე.
9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები.
10. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა მელქაძე
11. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: melkadze.n@gmail.com
12. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: nanamelkadze.blogspot.com