Tuesday, 26 November 2013

პროექტი - შემოდგომის ფერები


1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომის ფერები
2. პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების და მასწავლებლის დახმარებით;
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს,  კონკრეტულად - დახატავს, გააფერადებს, ამოჭრის,ააწყობს, ამობეჭდავს  შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს;
4. აქტივობის მიზნები და შედეგები:
სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
მარტივი მიზნობრივი ტექსტების აღქმა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ..) ;
 გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
 შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.
5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
 მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
  ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ  შთაბეჭდილებას;
გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
6. მონაწილეთა ასაკი:6,7, წელი;
7. ვადები/ხანგრძლივობა: 10 თემატური ერთეული;
8. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიეჩვევიან პრობლემაზე მუშაობას, პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; თავად გააკეთებენ პრეზენტაციებს მათივე ნამუშევარზე.
9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები.
10. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა მელქაძე
11. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: melkadze.n@gmail.com
12. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: nanamelkadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment