პროექტის სახელწოდება: “ ცხოველთა ნაშიერები"
პროექტის მთავარი იდეა (თემა): კვლევა-ძიების, თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო,შემოქმედებითი
და ისტ უნარების განვითარება მოსწავლეებში.
პროექტის მოკლე აღწერა: შინაური და გარეული ხოველების
გახსენება და დასახელება. გაცნობიერება ცხოველები თავიანთ ნაშიერებს ზრდიან ძუძუს წოვებით.
სურათების დათვალიერება და ამოცნობა ცხოველების.
სლაიდების გაგზავნა და პრეზენტაციის გაკეთება ბუქის საშუალებით.
პროექტის სრული აღწერა: სურათებიდან შინაური ცხოველების ამოცნობა და დასახელება,
ძაღლებთან ურთიერთობაში უსაფრთხო წესებზე საუბარი და დაცვა. ფაილში შენახვა მოსწავლეთა
მიერ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება, დაამზადონ საპრეზენტაციო ნაშრომები, გამოჭრან,
დახატონ, გააფერადონ და ა. შ
მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, ფერადი პრინტერი, ბიბლიოთეკა, ფურცლები, კალამი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, სტეპლერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ
ცხოველებს (თითო ჯგუფს 4-5 ცხოველი) და ინტერნეტში ან ნებისმიერი ინტელექტუალური
საშუალებით
იძიებენ სასურველ ინფორმაციას;
თაბახის ფურცლებზე ხატავენ, აპრინტერებენ,
ან აკრავენ ცხოველის სურათს და თან უწერენ ინფორმაციას (განსაკუთრებით ხაზს უსვამენ მისი ნაშიერის სახელწოდებას)
მოსწავლეები ეცნობიან მასწავლებლის მიერ მომზადებულ სლაიდებს თავიანთ ბუკში,
ცხოველებს მათ ნაშიერებს და პირველკლასელისთვის შესაბამის ინფორმაციას. მოსწავლეები
ინდივიდუალურად შექმნილი საპრეზენტაციო მასალაზე ამზადებს და აკეთებს პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება, ქართული ენა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მელქაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: melkadze.n@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanamelkadze.blogspot.com
No comments:
Post a Comment