სასწავლო პროექტი– "პინოქიოს თავგადასავალი"
1. პროექტის სახელწოდება: კარლო კოლოდი ლიტერატურული ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“.
2. პროექტის მთავარი იდეა:
ბავშვებმა მოიძიონ
ინფორმაცია:
ა) ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის - შესახებ;
ბ) კარლო კოლოდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ;
გ) წაიკითხონ ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“.
3. პროექტის აქტუალობა:
წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება.
4. პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის _ წარმოშობისა და გავრცელების შესახებ; განასხვავონ ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი (II კლასი).
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე (იანვარი - თებერვალი).
7. მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს უღვივდებათ ინტერესი ზღაპრისადმი; ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას ზღაპრის წარმოშობის შესახებ; ეცნობიან კარლო კოლოდის ბიოგრაფიას. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან სიუჟეტურ პლაკატს „პინოქიოს თავგადასავალი“.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“, ზღაპრის მიხედვით შექმნილი ნახატი- ფილმი, ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი.
9. პროექტის მსვლელობა: ვკითხულობთ ზღაპარს და
ვარჩევთ წაკითხულს; ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე; ვხატავთ ილუსტრაციებს ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე; ვარჩევთ საინტერესო ეპიზოდებს და ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს.
11. ინფირმაციის მოძიება/დახარისხება ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის
გამოყენება . პრეზენტაცია
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მელქაძე
No comments:
Post a Comment