Sunday, 8 February 2015

II-დ კლასი. პროექტი. ,,პინოქიოს თავგადასავალი"



სასწავლო პროექტი– "პინოქიოს თავგადასავალი"
1.     პროექტის სახელწოდება: კარლო კოლოდი ლიტერატურული ზღაპარიპინოქიოს თავგადასავალი“.
2.     პროექტის მთავარი იდეა:   ბავშვებმა მოიძიონ  ინფორმაცია:  
                 )  ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის -  შესახებ;
                 ) კარლო კოლოდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის   შესახებ;
                 ) წაიკითხონ ზღაპარიპინოქიოს თავგადასავალი“.
3.     პროექტის აქტუალობა:  წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება.
4.     პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის _  წარმოშობისა და გავრცელების შესახებ; განასხვავონ ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების შესახებ.
5.     მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი (II კლასი).
6.     ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე (იანვარი - თებერვალი).
7.     მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს უღვივდებათ ინტერესი ზღაპრისადმი; ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას ზღაპრის წარმოშობის შესახებ; ეცნობიან კარლო კოლოდის ბიოგრაფიას. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან სიუჟეტურ პლაკატს პინოქიოს თავგადასავალი“.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კარლო კოლოდის ზღაპარიპინოქიოს თავგადასავალი“, ზღაპრის მიხედვით შექმნილი ნახატი- ფილმი, ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი.
9.     პროექტის მსვლელობა: ვკითხულობთ ზღაპარს და  ვარჩევთ წაკითხულს; ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე; ვხატავთ ილუსტრაციებს ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე; ვარჩევთ საინტერესო ეპიზოდებს და ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
10.                       ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს.
11.          ინფირმაციის მოძიება/დახარისხება   ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა          
  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის  გამოყენება   .  პრეზენტაცია 
                                                      პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მელქაძე